შუადღის სტუმარია ექიმი - ცირა ანთია.
,,სანამ მე თვითონ დავიწყებდი წერას, რაც პირველი ლექსი მასწავლა დედაჩემმა, იქიდან მოყოლებული ლექსებით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი და ხშირად ვცდილობდი შემემატებინა ზეპირი ლექსებითვის ახალი ლექსი. ასე გადიოდა ძირითადად ზაფხულის არდადაგები, როცა ბლომად მქონდა დრო ამისთვის. 15 წლის ასაკიდან დავიწყე მე თვითონ ლექსების წერა, რა თქმა უნდა, როცა მედიცინის მუშაკი ხარ, როცა სამედიცინოზე სწავლობ, სტუდენტობიდან მოყოლებული, დრო იმდენი არ არის, რომ დრო დაუთმო პოეზიას, მაგრამ რატი ამაღლობელს აქვს ძალიან კარგად - ,,პაუზაა პოეზია, პოეზია პაუზაა’’, დიდი დოზით პოეზია ის იმდენად კარგია, რომ შეიძლება გაუფერულდეს, გაუბრალოვდეს, ამიტომაც პაუზების სახით, ალბათ ჯობია რომ იყოს, სულს ყოველთვის ჭირდება მოსასვენებელი ოთახი, სადაც განმარტოვდები, მყუდროებაში ხარ, ნეტარებაში ხარ და ჩემთვის ნეტარების და სიმყუდროვის ოთახი არის პოეზია, სადაც მივაშურებ ხოლმე’’, - ამბობს ცირა ანთია.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები