რეგიონი
ზუგდიდის მერმა და დეპუტატმა ერთმანეთს „საცოდავი“ და „უზრდელი“ უწოდეს (ვიდეო)
ზუგდიდის მერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გიორგი შენგელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძეს  შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს წევრმა მერი ნეპოტიზმში და შეუსრულებელ დაპირებებში დაადანაშაულა. გარდა ამისა, წითლიძემ შენგელიას უთხრა, რომ მისი მერობის პირობებში „ქურდული გარჩევების“ ფაქტებმა იმატა და ეს მასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან მერის არჩევნებში სწორედ „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ენმ-ს წევრმა მერს იმ პირების ფოტოებიც გადასცა, რომლებიც წითლიძის მტკიცებით, „კანონიერი ქურდები“ არიან და ზუგდიდს „მართავენ“.

„მერიის ააიპ-ში დაასაქმეთ თქვენი დეიდაშვილი. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად კი დაინიშნა მიხეილ ჭკადუა, თქვენი უახლოესი მეგობარი და მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენი მეგობარია. ასევე თქვენმა მეგობარმა და საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავმა ლაშა ბოხუამ ბოლო დროს მოიგო 18 ტენდერი და აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვაც, რაც კორუფციული გარიგებაა. თქვენ შეგნებულად ხუჭავთ თვალს ან თქვენც ხართ ამაში გარეული“, - უთხრა წითლიძემ მერს.

„ძალიან მეცოდებით“, ამ სიტყვებით დაიწყო გიორგი შენგელიამ დეპუტატისთვის პასუხების გაცემა, რისთვისაც მერმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების აპლოდისმენტები დაიმსახურა. ანა წითლიძე მსგავსმა მიმართვამ გააღიზიანა და მან მერს „უზრდელი“ უწოდა.

„თქვენი მიზანი არის პოპულიზმი და სიტუაციის ესკალაცია. თქვენგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მიზანია საქმის კეთება. ჩემი ბიძაშვილობა კი რატომ უნდა უშლიდეს ადამიანს, თუკი მას აქვს ამის უნარი სამსახური დაიწყოს?! თუ ის პროფესიული თვალსაზრისით დაუშვებს შეცდომას ჩვენი გუნდი აგებს პასუხს და თქვენი პოპულიზმი არ არის საჭირო. რაც შეეხება ბოლო ფოტოებს, რაც წარმოადგინეთ „მაყურებლებზე“, მე არ ვიცი ვინ არიან ესენი და რას მართავენ. მე ვიცი, რომ ზუგდიდს ვმართავ მე და ჩემი გუნდი“, - ასე უპასუხა მერმა დეპუტატის ბრალდებებს.

საკრებულოს თავმჯდომარემ ნეპოტიზმთან დაკავშირებით თქვა, რომ მისი ან მერის ნათესაობა სასჯელი და სამსახურის არდაწყების მიზეზი არ არის.

"რამენაირად აიტანს ამომრჩეველი, რომელმაც გეგა შენგელია მისი პატიოსნებით და საქმის კეთების უნარით აირჩია, იმ ერთ ნათესავს, რომელიც წაადგება ააიპ-ის",- თქვა მამუკა წოწერიამ.

ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი შენგელიამ დეპუტატის ბრალდებებს აბსურდული უწოდა და თქვა, რომ წითლიძის მიდგომებიდან და შეფასებებიდან გამომდინარე , შეუძლებელია ადამიანი არ შეგეცოდოს.

„სათქმელი კონკრეტული საქმეების მიმართ არა აქვთ და რაღაც აბსტრაქტულ საკითხებზე აკეთებენ აქცენტებს იმისთვის, რომ თითოეული ჩვენთაგანი გამოიყვანონ მწყობრიდან და საქმეზე ორიენტირებულობა დაუკარგონ", - თქვა მერმა.

დღეს ზუგდიდის მერმა საკრებულოს სხდომაზე 6 თვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.