,,სტუდფესტი 2025"-ის ფარგლებში მოხალისეობის კონკურის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო! შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფი კონკურსის ფარგლებში მუშაობს პროექტზე ,,ზეპირი მემკვიდრეობა".რას მოიცავს ,,სტუდფესტი 2025"და როგორია, საკონკურსო თემაზე მუშაობის პროცესი, რადიო ,,ათინათის" დილის გადაცემაში ისტორიის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები საბა ფარჯიკია და გიორგი შველიძე საუბრობენ.
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა. დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
რა შესაძლებლობებს აძლევს პროექტი " თეფში იტევს ისტორიას" ზუგდიდელ ბენეფიციარ ქალებს, ვინ ახორციელებს პროექტს და რა არის პროექტის მთავარი მიზანი, რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში პროექტის მენეჯერი ელინა გედენიძე და კერამიკის ლაბორატორიის დირექტორი ნინო ჯიქია საუბრობენ.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს ზუგდიდის სოფელ კოკში საცხოვრებელი სახლი გადასცეს; შსს განმარტავს, თუ რატომ მისდით მოქალაქეებს შეტყობინებები, რომ ჯარიმა "სატრანსპორტო საშუალებაზეა" გამოწერილი, - ეს არის ტექნიკური ხარვეზის შედეგი; სოხუმის აეროპორტს საკუთარი ვებგვერდი აქვს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
განმუხურში ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება; ბოჭორიშვილი - საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობოდ განახლება; აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: თბილისმა უნდა გააუქმოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი", - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ფოკუსი იმაზე, თუ ვინ იქნება კერძო პარტნიორი, გადამეტებულია, - დავითაშვილი ანაკლიის პორტზე; „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, - არასამთავრობოები; სეს: სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული „სოფლის ნობათის“ რძის ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს; ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია; თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი დააკავა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
შეიქმნა გვერდი, რომელიც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას 1 წლიანი უფასო სამგზავრო ბარათის რეგისტრაციის შესახებ - ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი; მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები ინტერნეტმედიასა და სოციალურ ქსელებში განთავსებულ ინფორმაციებზეც გავრცელდება; მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში
რა გამოწვევებია და როგორ უნდა გავაგრძელოთ სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება. ვისი პასუხისმგებლობაა სურსათის უვნებლობა, მომხმარებელის,ბიზნესის თუ სახელმწიფოსი.რადიო ,,ათინათის" პირდაპირ ეთერში ა(ა)იპ ,,სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელი, ეკონომისტი, პროექტის დირექტორი - თენგიზ ჯგუშია და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი ჯამბულ ნაჭყებია გვესაუბრება.{{VIDEO}}
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.