სამეგრელოში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან, 18 ზუგდიდს უკავშირდება; ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პარტიას ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების გამოყენებასა და წინასაარჩევნო პროცესში მათ იძულებით ჩართვაში ადანაშაულებს; გიგი უგულავას ზუგდიდში მედიათეკების მოწყობა სურს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, 3 ზუგდიდში დაფიქსირდა; ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსი გამოვლინდა; აშშ-ში კორონავირუსის 44 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 398 ადამიანი გარდაიცვალა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ რადიო ,,ათინათის’’ საინფორმაციო გამოშვებაში.
ზუგდიდში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილონ, აცხადებს ეკონომიკის მინისტრი; ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტ ქალს, ლუიზ გლიუკს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევაა; სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ; საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში მცხოვრებ კიდევ 9 პირს კორონავირუსი დაუდგინდა, უმეტესობა „ოქროს ბირჟის“ კლასტერია; საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის „საელჩოს“ გახსნა უკანონო გადაწყვეტილებაა, 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ქარიშხალია მოსალოდნელი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; რუხიდან თბილისში ინფიცირებული სამი მძიმე პაციენტი გადაიყვანეს; სირიაში აფხაზეთის "საელჩო"გაიხსნება, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში მცხოვრებ 7 პირს კორონავირუსი დაუდგინდა; ჩხოროწყუს საავადმყოფოში კორონავირუსი სამ ექიმს დაუდასტურდა; ოჩამჩირიდან ქუთაისში გადაყვანილი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სოფელ ცაიშის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა, სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა; რუხის კლინიკაში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა; ხვალიდან სოხუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისევ შეზღუდვები ამოქმედდება, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში მცხოვრებ 14 ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა; COVID-19- თან ბრძოლაში აფხაზ ექიმებს ბაშკირეთიდან ჩასული მედიკოსები დაეხმარებიან; ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს გაანახლებენ, სკოლებსა და უნივერსიტეტბში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში კორონავირუსი 19 პირს დაუდგინდა, მათგან 3 მერიის თანამშრომელია; სოხუმი ადასტურებს, რომ გალში გატაცებული ჯემალ სოსელია თავისუფალია; საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.