ზუგდიდში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა; ერგეტაში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა; ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი 21-23 აგვისტოს ჩატარდება, - ამ და სხვა სიახლეებს საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან , სვანეთში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 2 ვერტმფრენი აქრობს, სამეგრელოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადასცდება, - ამ და სხვა სიახლეებს რადიო ,,ათინათის’’ საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
ზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა, სასჯელაღსრულების ყოფილი შეფი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა, ჩხოროწყუში მოწყვლადი ჯგუფების დახმარება გრძელდება, - ამ და სხვა სიახლეებს, საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
პოლონეთში ავარიას სენაკელი ახალგაზრდა ემსხვერპლა; ზუგდიდში ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს; პრემიერის განცხადებით, გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტებს პირბადის გაკეთება არ მოუწევთ, - ამ და სხვა სიახლეებს, საინფორმაციო გამოშვებაში მოისმენთ.
სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო სისტემასთან წვდომის აღდგენა დაავალა, წელს პირველად ზუგდიდის მერია 1 მცირეწლოვანს სასმენ აპარატს შეუძენს, ასლან ბჟანიამ რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ საინფორმაციო გამოშვებაში.
ზუგდიდში გამოკვლეულ 180 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გალის შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ გამოშვებაში.
გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელ ახალ აბასთუმნაში საპროტესტო აქცია გაიმართა, რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში ამ ეტაპზე 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. ზუგდიდში, გეგმიური სამუშაოების გამო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მთავარ გამოშვებაში.
ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას დედა დახმარებას ითხოვს, სოხუმი: ორი დღის განმავლობაში ენგურის ხიდი 294- მა მოქალაქემ გადაკვეთა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 169 პირს , ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ გამოშვებაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სენაკში არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის 2 წლიანი პერიოდი შეაფასა. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. „ბათუმი - არომატების სუფრა“ - ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD აქვეყნებს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ენგურის ხიდი დღეს დილიდან ორი დღით გაიხსნა, ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცესკოს რეკომენდაციებს მისცემს - დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, რომ არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს, 2021 წელს საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.