გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა , "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“: ტრაილერის მძღოლს მესტიაში მხოლოდ ერთ პირთან ჰქონდა კონტაქტი, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ შამგონაში ოჯახური ძალადობისა და ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული ბაკურ სორდია დამნაშავედ ცნო. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ჩხოროწყუდან ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 4 ადამიანი გადაიყვანეს, ხოლო თვითიზოლაციაში 10 მოქალაქე იმყოფება. საავადმყოფო: ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან ერთი პაციენტი საყურადღებოა. ზუგდიდის ბოტანიკურში სკამი და საპირფარეშოს კარის საკეტი დააზიანეს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 18 პირი რჩება.
აფხაზეთში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობა განახლდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ შეუძლია შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ მსჯავრდებული პირები დანაშაულს აღიარებენ.
ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
TikTok - მა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "აღიარა" - საქართველოს საგარეო უწყება ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს, წალენჯიხაში ე.წ. კანონიერი ქურდი „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავეს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგო შეარჩიეს, ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
COVID19-ით ინფიცირებული სამი პაციენტი რუხის საავადმყოფოში მოათავსეს, პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება, ზუგდიდში მალე გამოჩნდება, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრი დაკლება არქტიკული ცივი ჰაერის მასების გავრცელებამ გამოიწვია. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. რუხის კლინიკაში ცხელების ნიშნებით მოთავსებულ ბავშვებს Covid-19 არ დაუდასტურდათ. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
11 მაისიდან საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა ყველა ყველა მაღაზია გაიხსნება. ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კოვიდ-19-ზე საეჭვო ანალიზის მქონე პირი ქუთაისში გადაიყვანეს. ექიმი: ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ქუთაისში გადმოყვანილ პირთან კოვიდ-19 უსიმპტომოდ განვითარდა. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში გამოკვლეულ 96 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა; შუა ხორგის გამგეობის შენობის მინის ჩამსხვრევისთვის მამაკაცი დააკავეს; დღეიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ საინფორმაციო გამოშვებაში.
ფოთში კოვიდ 19-ზე ანალიზს 9 თვის ბავშვს აუღებენ. სამეგრელოდან ლუგარის ცენტრში გუშინ გაგზავნილი ანალიზების პასუხის ნაწილი ცნობილია. საქართველოში პროდუქტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.