სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 115 290 ლარის ვიდეოჯარიმა გამოიწერა - შსს-ს სტატისტიკა; "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში" არ ვრეგისტრირდებით - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; მესტიელი ნინო ხოჯელიანი სენ-სირის სპეციალურ სამხედრო სკოლაში ისწავლის, - ამ და სხვა ამბებს მოისმენტ მთავარ გამოშვებაში.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს; შავი ზღვის წყლის ხარისხი შემოწმდა - მიღებული შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება; რუსეთის ბელგოროდის ოლქში გამოცხადდა ფედერალური საგანგებო მდგომარეობა, - ამ სხვა და ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა; ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაღუპულ ბავშვებს ხვალ ქობულეთში დაკრძალავენ; ფოთში სამართალდამრღვევებმა 27 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი უკანონოდ მოიპოვეს - გზდ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში, ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი მოზარდი ემსხვერპლა; რიკოთის ახალი, ყველაზე გრძელი გვირაბი გაიხსნა – ძველი გვირაბი იხურება სარემონტოდ; სვანეთში "ხალდეობის" ღონისძიება გაიმართება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მტავარ გამოშვებაში.
მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული მთამსვლელის არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს - შსს; წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც; სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს; ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში, სისტემატური დარღვევა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი; კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე კიევში პირველი კომენტარი გააკეთეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
დღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავია; სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა; გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება - სამინისტრო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ერთიანი საინფორმაციო პორტალი შეიქმნა; სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობის 2 ფაქტი გამოვლინდა; „დიდი შვიდეული“, ახლო აღმოსავლეთში ფართო კონფლიქტის საფრთხის ფონზე, მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამშვებაში.
"აგენტების" კანონი დღეიდან ამოქმედდება; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ბელგიური კომპანია შეასრულებს - ეკონომიკის სამინისტრო; 3 აგვისტოდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა; მთავრობამ ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო დაფინანსება გაუზარდა; ზუგდიდელი ნიკოლოზ შამათავა ფიდეს ოსტატი გახდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.