წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას და მისი მოადგილეების ინფორმაციით, წალენჯიხიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე გაემგზავრა თბილისში, დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დასასწრებად და „აგენტების„ კანონთან ერთად, იმ მოვლენების გასაპროტესტებლად, რაც გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც მერიის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი მურთაზ ბოკუჩავა 2023 წლოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს მოსთხოვა ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიოს „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონპროექტი. ისინი მოუწოდებენ ასლან ბჟანიას, 10 დღის ვადაში მიიღოს საჯარო გადაწყვეტილება და „უარი თქვას ანტიხალხურ ინიციატივებსა და კანონპროექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ეროვნულ ინტერესებს, კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“.
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე საპროტესტო ტრანსპარანტებით მივიდნენ. "კი ევროპას, არა რუსულ კანონს", -ამ შინაარსის პლაკატებით მათ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დღეს, 11 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში ოცდაათზე მეტი ახალგაზრდა ჭაქვინჯის ციხის რეაბილიტაციის მოთხოვნით შეიკრიბა. მათი თქმით, ჭაქვინჯის ციხის კედლები ყოველდღე იშლება, რაც
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.