ზუგდიდში „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს; გალში ცემის შედეგად გარდაცვლილი თემურ კარბაიას საქმეზე დაკავებული მილიციელები პატიმრობიდან გაათავისუფლეს; ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ აღიარეს პალესტინის სახელმწიფო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
პარლამენტის კომიტეტმა "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია; კონფედერაციის ან რაიმე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას თბილისთან არ ვაპირებთ, - შამბა; გადაუხვია თუ არა ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან - ადგილობრივების პასუხები, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში ცოლის მოკვლის ბრალდებით ქმარი დააკავეს; ოჯახის სანქცირება სწორია?! სამართლიანია?! - მერაბ ქვარაია შესაძლო სანქციებზე; აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მარტვილში შვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს - შსს; გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა; უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მომავალ კვირაში ზუგდიდის საკრებულო ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მოადგილეებისა და თანამდებობის პირების გადაყენებას განიხილავს; ეკატერინე ბებია უვადო მოსამართლედ გაამწესეს - სასამართლოს გუშაგი; აფხაზეთში აბონენტების ჯერ მხოლოდ 10% - ია გამრიცხველიანებული - „ჩერნომორენერგო“,- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
25 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს; მმართველი პარტია გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ცნობას ეხმაურება; მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარა გამოშვებაში.
ეცერში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - დაღუპულია ორი ძმა; ზუგდიდში წელს სკოლა 1046-მა მოსწავლემ დაამთავრა; ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნეს; სამეგრელო-ზემო სვანეთში სამ თვეში 7 ქალზე იძალადეს - შსს; სოხუმის აეროპორტის „მენეჯმენტი“ თანამშრომლებს ეძებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს; სუს - ი არ ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში აქციაში მონაწილეს სტუდენტების დაკავების ფაქტს; 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადდა, „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის“ დღის აღსანიშნავად, - მთავრობა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
GEN Z არის ძალა, რომელიც ნათელი გზით წარმართავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს - ზუგდიდის N1 სკოლის თვითმმართველობა; ჩვენ ვართ საქართველო - ზსსუ-ს სტუდენტები “აგენტების” კანონს კვლავ აპროტესტებენ; თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ მიღება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ამოქმედების შედეგად, საქართველოს პორტებში საკონტეინერო ტრანზიტისა და გადამუშავების უნარიანობა გაორმაგდება.
"ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს საბა სორდიას გაურკვეველი მიზეზებით იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. ამის შესახებ ძველიშვილმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.