განმუხურში, მდინარე ენგურში მაშველებმა 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს; "მაიკროსოფტის" გლობალური გათიშვის გამო, დღეს შეფერხება იყო ქუთაისის აეროპორტშიც; ოჩამჩირის პორტთან საკონტეინერო ტერმინალს აშენებენ - მედია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სვანეთის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა; ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩი;სოხუმში "აპარტამენტების შესახებ კანონის" დამტკიცებას აპროტესტებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ოთხოზორიას, კვარაცხელიას და საოკუპაციო ძალების მიერ სხვა მოკლულების საქმეებზე სამართლის აღუსრულებლობა დანაშაულს ახალისებს - სუს-ის ანგარიში; პარლამენტმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო; ხავიერ კოლომინა: ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გამო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთლობის მდგომარეობა დამძიმდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი; პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო; რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში. {{AUDIO}}
დრანდის ციხიდან მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი გაიქცა; სტიქიის ეპიცენტრის მიწის მასის 90 % გადამოწმებულია, - შსს; მაჰაჩყალაში დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
პატიმრობა შეეფარდა ყაჩაღობასა და ორსულისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულ გზდ-ს თანამშრომელს; მუჟავაში დამეწყრილი მდინარის კალაპოტი გეოგოლებმა შეისწავლეს - გუბერნია ; შოვში სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, - მღებრიშვილი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს; შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
"არა რუსულ კანონს" - ზუგდიდის საკრებულოს კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო; ამ კანონის მთავარი მიზანი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაა - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე; პარლამენტის ბიუროს სხდომა გადაიდო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სააკაშვილის სასამართლო სხდომიდან ფოთის საკრებულოს დეპუტატი გააძევეს; პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია; ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ბიუჯეტის პროექტით "ზუგდიდქალაქობა" გაიმართება; გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 ნოემბრის ჩათვლით კვლავ უფასო იქნება; მოსკოვი ბიჭვინთის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია მის რატიფიცირებამდე, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.