სამეგრელოში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს; ჩხოროწყუს მერზე ფიზიკური ძალადობისთვის ყოფილ საჯარო მოხელეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა; დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
თებერვალში სამეგრელოში ხე - ტყის უკანონო მოპოვების 45 ფაქტი გამოვლინდა; საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო; ჩვენ გავიაზრეთ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - ისლანდიის პრეზიდენტი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავეს; 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო; საქართველოს მთავრობა გონივრულია, ომი არავის სჭირდება, - არძინბა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
დღეიდან მომხმარებლები სარეკლამო შეტყობინებებს თანხმობის გარეშე აღარ მიიღებენ; სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებენ - მედია; თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური დაიწყო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში დააკავეს “მილიციელი”, რომელიც გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში მონაწილეობდა; 29 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება - გზდ; სოხუმმა რუსული რუბლის „ოფიციალურ ვალუტად“ აღიარებას დაუჭირა მხარი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სენაკზე მუსიკალური კლიპის გადასაღებად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 89 680 ლარი დაიხარჯება - TI; ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი არ შეუშვეს - დაცული ტერიტორიების სააგენტო; ქრთამის აღებისთვის დაკავებულ წალენჯიხის მერიის თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ - პროკურატურა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს; სამეგრელოში 3 უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს; რეგიონებს ახალი სახანძრო ავტომანქანები გადაეცემათ,- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებას.
ბალდის კანიონის ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება შეფასდება - დაცული ტერიტორიების სააგენტო; ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა დაუწესა; ხობის მერიის 10 818 151 ლარის ტენდერი სენაკის მერის ბიძის კომპანიამ მოიგო, -ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
შსს განცხადებით, 1 იანვრიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 270 პირია დაკავებული; ბჟანია რეპრესიული მექანიზმების რეანიმირებას ცდილობს, - სამოქალაქო სექტორი „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონპროექტზე; მესტიაში 24-25 თებერვალს "გემო ფესტი" ჩატარდება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მტავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში ენმ-ს აქტივის ნაწილი ნიკა მელიას გუნდს უერთდება; კანონპროექტით, ძაღლების თავშესაფარი სენაკსა და მესტიაში უნდა აშენდეს; ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ამოქმედების შედეგად, საქართველოს პორტებში საკონტეინერო ტრანზიტისა და გადამუშავების უნარიანობა გაორმაგდება.
"ინდიგოს" აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს საბა სორდიას გაურკვეველი მიზეზებით იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. ამის შესახებ ძველიშვილმა ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.