მერიაში არ ამბობენ, რამდენ ხანს იქნება გაუმართავი შადრევანი მთავარ მოედანზე; რუსეთში აფხაზეთიდან მხოლოდ რუსული პასპორტით შეძლებენ შესვლას - მედია; ჯვარი-უშგულის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამშვებაში.
გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა; ისევ უცნობია, ვინ გახდება ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; "აფხაზეთის ელჩმა სირიაში" რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა სირიის საგარეო მინისტრს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ირაკლი ჩიქოვანის მინისტრობის შემთხვევაში, ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე რჩება; მოსკოვმა სოხუმს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა - ამოქმედდა გრაფიკი; უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ოჯახში ძალადობისთვის დაკავებული დამნაშავედ ცნეს; ზუგდიდის მერია მარტოხელა ხანდაზმულთა ცხოვრების გაუმჯობესებისა და სოციალიზაციისთვის 24 993 ლარს დახარჯავს; აფხაზეთში შესაძლოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სკოლები გაიხსნას - მედია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
პრემიერობის ახალ კანდიდატს ოფიციალურად 1 თებერვალს წარადგენენ; რიკოთზე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნა; წითელას შემთხვევების მატებასთან ერთად მედიკოსები მოსახლეობას ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სენაკში „საქართველოს ბანკში“ ყაჩაღობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა; ჩხოროწყუს მერია უფასო სასადილოსთვის 45 000 ლარს დახარჯავს; ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება; ზუგდიდის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში სტაციონარული განყოფილება დაიხურა; აფხაზეთის ნაწილს ელექტორენერგიაზე შეზღუდვები დაუწესდება - "ჩერნომორენერგო", -ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
2023 წელს სამეგრელოში 407 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა - შსს; სოხუმში აქციაზე "როსნეფტის" მიერ საწვავის ბაზრის მონოპოლიზაცია გააპროტესტეს; საცხოვრებელი ფართების მისაღებად დევნილების განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა სოხუმში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში ჩაერთოს; 2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 1648 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა მოხდა; სოხუმში "როსნეფტის" მონოპოლიის გამო საწვავის კრიზისს ვერ აგვარებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
საჩინოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა; მესტიის გზებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა; სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, - სალომე ზურაბიშვილი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
,,მორდია“ , იგივე ,,ნათლია“ მეგრელებში განსაკუთრებული მოწიწებითა და ავტორიტეტით სარგებლობს და ის ახალდაქორწინებულთა ოჯახში გამორჩეული მნიშვნელობის მატარებელი ინსტიტუტია.რამეთუ ის ოჯახის ყველაზე ახლობელი ადამიანი ხდება და მთელი რიგი ვალდებულებებით იტვირთება.დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა პრივილეგიებით სარგებლობს ,,მეგურგინე მორდია“ და რა მოვალეობები აკისრია დამოყვრებული ოჯახის მიმართ.გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 08:00- საათიდან, 15 -საათამდე, სასაფლაოების მიმართულებით, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს, თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს. ამის შესახებ რკინიგზის ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.