სენაკში „საქართველოს ბანკში“ ყაჩაღობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა; ჩხოროწყუს მერია უფასო სასადილოსთვის 45 000 ლარს დახარჯავს; ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება; ზუგდიდის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში სტაციონარული განყოფილება დაიხურა; აფხაზეთის ნაწილს ელექტორენერგიაზე შეზღუდვები დაუწესდება - "ჩერნომორენერგო", -ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
2023 წელს სამეგრელოში 407 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა - შსს; სოხუმში აქციაზე "როსნეფტის" მიერ საწვავის ბაზრის მონოპოლიზაცია გააპროტესტეს; საცხოვრებელი ფართების მისაღებად დევნილების განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა სოხუმში ხანძრის შედეგად დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში ჩაერთოს; 2023 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 1648 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა მოხდა; სოხუმში "როსნეფტის" მონოპოლიის გამო საწვავის კრიზისს ვერ აგვარებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
საჩინოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა; მესტიის გზებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა; სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა, - სალომე ზურაბიშვილი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ორი დღის წინ მესტიაში ელექტროენერგიის რეკორდული რაოდენობა მოიხმარეს - ენერგო პრო; სენაკის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად ტენდერი გამოაცხადა; ევროპარლამენტი: რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში ევროკავშირის უფრო ძლიერი მოქმედების საჭიროებას ავლენს,- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მტავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს; ყოფილ ძალოვნებს მაისიდან პენსია გაეზრდებათ; ღია წერილში პუტინს ბიჭვინთის აგარაკის „დაბრუნება“ სთხოვეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ბალდის კანიონიზე ჩასვლას გეგმავენ; ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, - საგარეო; ხვიჩა კვარაცხელია FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა; ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება - მთავრობა; სოხუმში უარყოფენ ინფორმაციას რიწაში "სტალინის აგარაკის" აუქციონზე გაყიდვის შესახებ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
აფხაზეთიდან ცხელებით წამოყვანილი ბავშვი ბათუმის კლინიკაში გარდაიცვალა; სკოლებში სწავლა 15 იანვარს იწყება; ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც არიან, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.