2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტისთვის 50 მლნ ლარი დაიხარჯება; ერთი წლის შემდეგაც ვერ ხერხდება უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლების ცხედრების გამოსვენება დაბომბვის ადგილიდან;გასულ თვეს, სამეგრელოში უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
გაეროს წარმომადგენლებს გავაცანით ახალი წინადადებები გალის შეხვედრების (IPRM) გარშემო სიტუაციის განსამუხტავად - ტუჟბა გალუზინს; წინა წელთან შედარებით, სკოლების რაოდენობა 6-ით შემცირდა - საქსტატი; ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლებზე მოლაპარაკებები გრძელდება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რომ ქალზე მოძალადეებისთვის მაგალითი იყოს - ქმრის მიერ მოკლული ქალის დედა; დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს სახლს უყიდის;უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ ხოლმე, - სალომე ზურაბიშვილი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
გაგრაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან; უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ორი მოხალისის ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს; თოვის გამო ზუგდიდი - მესტიის გზაზე შეზღუდვებია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
უხვმა ნალექმა და შტორმმა ანაკლია-განმუხურში პრობლემები შექმნა; ზუგდიდის საკრებულოს წევრების ნაწილი ენმ-დან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვს; აფხაზეთი რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს - სოხუმი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
პორტი ,,ანაკლია’’ არის ერთ - ერთი მსხვილი პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ - ხაზარაძე; შტორმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს; უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებსა და სტუდენტებს ფინანსური დახმარება გაეწევა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ზუგდიდი მესამე ქალაქი იყო 2022 წელს, სადაც ფარულად ყველაზე მეტ ადამიანს მოუსმინეს - სტატიტიკა; ივლისიდან სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ხელფასი საშუალოდ 500 და მეტი ლარით გაეზრდებათ - მინისტრი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ცვლილებები ისევ აქედან უნდა დაიწყოს - წალენჯიხაში “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავს აღნიშნავენ; ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტი" მოსკოვშია; „ჰამასი“ აცხადებს, რომ დროებითი ზავი ძალაში ხვალ, დილის 10:00 საათზე შევა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში მთავარ ნაძვის ხეს ამონტაჟებენ; სამეგრელო - ზემო სვანეთში იარაღის უკანონო ფლობისთვის 4 პირი დააკავეს; ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების შესახებ - სოხუმი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის მერია სააახალწლო ღონისძიებებისა და ალილოს მსვლელობის მოსაწყობად 86 840 ლარს დახარჯავს; ოთარ შამუგია - არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ პურის ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით ვიფიქროთ; უკრაინამ 94 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, -ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.