ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის გაზაფხულზე დავიწყებთ - პრემიერი; ივლისი-სექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 113 პირი; რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში გათხევადებული აირის "უბაჟო ექსპორტის" შესახებ ოქმის რატიფიცირება მოახდინა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ლუგელას ხეობაში ხანძრის ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება - მუშაობა დილიდან განახლდა; ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს; მომდევნო მოწვევის პარლამენტარებისა და თანამდებობის პირების ხელფასები სულ ცოტა 3 ათას ლარზე მეტით იზრდება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
პროგრამა “დანერგე მომავლის” ფარგლებში მილიონზე მეტი ლარის მითვისებისთვის სამი პირი დააკავეს; რვა პალესტინელი ლტოლვილი ენგურის ხიდით აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა - შამბა; მუხურში გზის რეაბილოტაციას ითხოვენ, -ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას - ზუგდიდელების პასუხები; სოხუმში ე.წ. პარლამენტი "აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანების" საკითხს განიხილავს; უკრაინაში დაღუპული ქართველის ცხედრის გამოსვენება ცხელი წერტილიდან ვერ ხერხდება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ფოთის პორტიდან ივანიშვილის ცოლის დენდროლოგიურ პარკში 8 ხე წაიღეს; რუსეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, - "ჩერნომორენერგო"; ონკოპაციენტებს ოპერაციები დაუფინანსდებათ - მთავრობა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში უკანონოდ მოქმედი "ფსიქოტროპული აფთიაქები" აღმოაჩინეს; მოსახლეობამ ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა; წალენჯიხას სასწრაფო დახმარების ორი ახალი მანქანა გადაეცა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 40/60-ზე პროპორციით განაწილდება - გია ხუბუა; ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება - ლევან დავითაშვილი; ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია - DRI, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს; ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიას ჟურნალისტს გადასცემენ - მერიამ 9 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა; მარტვილის მერიამ საპირფარეშოსა და მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად 90 530 ლარი გამოყო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
თავისუფლება ირაკლი ბებუას - ზუგდიდში აქცია გაიმართა; მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია, - ირაკლი შოთაძე; ემანუელ მაკრონი, სოლიდარობის ვიზიტად ისრაელში ჩავიდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის მერიამ 425 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის პროდუქტების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა; ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქცია ზუგდიდშიც გაიმართება; პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებაში 14 პირი ამხილეს - ამოღებულია 300-ზე მეტი ფაილი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.