მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა; აფხაზეთში COVID19-ით ინფიცირების კიდევ 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა; რეგიონული თეატრების ფესტივალი სენაკში სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა, - ამ და სხვა სიახლეების შესახებ მთავარ გამოშვებაში მოისმენთ.
წალენჯიხაში ტრაქტორის გადაბრუნების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია; მატარებლის მგზავრის ორ კონტაქტს Covid 19 არ დაუდასტურდა; 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სოფელ ნაცატუს მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა; ლიაში მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა; სოფელ ტყაიაში მანქანის დაჯახების შედგად ბავშვი მძიმედ დაშავდა - დაშავებული ბავშვების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა; პენსიების დარიცხვა და გაცემა თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე მოხდება, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში გარემოვაჭრეები მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ; დაბა მესტია და ლენჯერი მომავალ კვირაში გაიხსნება; ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრის შემდეგ ე.წ თანამდებობას ტოვებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
საქართველოში გლოვის დღეა; ლენჯერში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა; კორონავირუსით პირის გარდაცვალების გამო ოჩამჩირეში სოფელი ჩაიკეტა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელ ადიშამდე დროებითი გზა მოეწყო; რუხის კლინიკაში არასრულწლოვანი Covid ინფიცირებული გამოჯანმრთელდა; 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
რუხის კლინიკაში 8 კოვიდინფიცირებული მკურნალობს; სვანეთში კორონავირუსი კიდევ 6 პირს დაუდასტურდა; სოხუმიდან სოჭში ორი კოვიდ დადასტურებული პაციენტი გადაიყვანეს - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 ლენჯერს უკავშირდება; ავტომფლობელებისთვის ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება;სლოვენიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნების განმეორებით ჩატარებისკენ მოუწოდებს, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სოფელი ლენჯერი სრულად ჩაიკეტა; აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა; ზუგდიდელმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართა, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
3 კოვიდინფიცირებული პაციენტი სვანეთიდან რუხის კლინიკაში გადაიყვანეს; დღეს ლენჯერში ნიმუშების აღება უნდა დავასრულოთ - განაცხადა სოზარ სუბარმა; სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაადასტურა, - ამ და სხვა სიახლეებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეეგუა რეალობას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ესაა დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ "რია ნოვისტისთან" ინტერვიუში თქვა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, 2025 წლის აპრილში, სამეგრელო-ზემო სვანეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 236-ით შემცირდა. აპრილის მონაცემებით, ეს რიცხვი 44, 089-ია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.