არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან - სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს; პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენებზე აკრძალვა მოხსნა; აპრილის თვეში სამეგრელო - ზემო სვანეთში ბრაკონიერობის 6 ფაქტი გამოვლინდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
2023 წლის პირველ კვარტალში სამეგრელოში ნარკოტიკული თრობა 136 მოქალაქეს დაუდასტურდა - შსს; შუალედურ არჩევნებში გიორგი ხახუბიამ ხმების 95.30% მიიღო - ცესკო; ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე სეირნობისთვის ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება - კანონპროექტი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
"დაკავებულ ტერიტორიას უმტკივნეულოდ გავათავისუფლებთ" - ზუგდიდის მერია გარევაჭრობაზე; აფხაზეთში ქრისტინა თაკალანძეს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; „ვაგნერი“ 10 მაისს ბახმუტს დატოვებს, ამბობს პრიგოჟინი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის შესაძლოა ერთ-ერთი ინვესტორი "აზიის განვითარების ბანკი" გახდეს, - ფინანსთა მინისტრი; გალელი მამაკაცის მკვლელობისთვის აფხაზი „მესაზღვრეა“ დაკავებული; დემურ ქაჯაია კრივში ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, - ამ და სხვა ამბებს, მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ბოლო 4 თვეში ზუგდიდში 8 044 ვიდეო ჯარიმა დაფიქსირდა; "ყოველი მეექვსე მოქალაქე ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს" - NDI-ს ახალი კვლევის შედეგები; უკრაინის პრეზიდენტი გერმანიას ესტუმრება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ხობში ავარიის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა; ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ციხეში დააბრუნეს; გაგრაში გალელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მერია მოვაჭრეებს პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა - აქცია დაიშალა, ბაზარი გაიღება; პირი, რომელიც ფეთქებადი ურანის გასაღებისთვის დააკავეს, ჩხოროწყუელია; დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთაავრ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მეორეკლასელთა უფასო კვებისთვის სახელმწიფოსგან 208 000 ლარს ითხოვს; 29 აპრილის არჩევნებს 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან; აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის €130 მილიონამდე გადახდა დააკისრა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
საქსტატის ინფორმაციით სამეგრელო - ზემო სვანეთში მოსახლეობის რიცხოვნობა 299.3 ათასს შეადგენს; მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე; აგვისტოში ანაკლია 3 დღიან ფესტივალს უმასპინძლებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სოხუმში რუსეთის მოქალაქეების გატაცების ფაქტზე 5 პირი დააკავეს; გასულ წელს სამეგრელო - ზემო სვანეთში 88 884 ვიდეო ჯარიმა დაფიქსირდა; ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეული ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.