სეზონური გრიპის ვაქცინაცია 15 ნოემბრამდე მსურველებისთვის უფასოა; კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული სამუშაო ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი იქნება; ნატოს მომავალი სამიტი ივლისში ლიეტუვაში გაიმართება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს; საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს - რატი ბრეგაძე; TI - უკრაინაში ომის დაწყების საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ, მთავარ გამოშვებაში.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს; სამეგრელოსა და თბილისში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს; ხე-ტყის უკანონო მოპოვების 8 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში - ეროვნული სატყეო სააგენტოს ოქტომბრის მონაცემები, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მტავარ გამოშვებაში.
ავტობუსებში შეღავათიანი ტარიფით ზუგდიდის საჯარო ბაღების თანამშრომლებიც ისარგებლებენ - მერია; გასულ თვეს სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 24 ფაქტი გამოავლინეს; "ქეა კავკასიამ" რუხის საავადმყოფოს სამშობიარო ინვენტარი გადასცა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი: დააკავეს; ლუკაშენკოს შემდეგ სოხუმში ბელარუსი დეპუტატები ჩავიდნენ; სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარი დასაშვებად ცნო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
56 მილიონი ლარი და საჯარო მოხელეების გაზრდილი ხელფასი - ზუგდიდის მერია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს; რუსეთში მობილიზაციას გამოქცეული მამაკაცები აფხაზეთს აფარებენ თავს; უკრაინის ომის შესახებ სტატიის წაუშლელობისთვის რუსეთის სასამართლომ „ვიკიპედია“ დააჯარიმა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება; ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა; უკრაინული სარდლობის ცნობით, რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 500-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 10 ადამიანი - შსს; რა ღირს შეშა ზუგდიდში; დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ქვეყნებს უფრო მეტად დააახლოებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
გამოძიება ირაკლი ხახუბიას თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს; ზუგდიდის 51 საბავშვო ბაღს გათბობისათვის შეშის გარდა ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია - მერიის ააიპ-ი;უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმნეთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის სპორტკომპლექსის მშენებელმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა - მგფ; არძინბამ ზელენსკის ინიციატივას აფხაზეთის დეოკუპაციის შესახებ პროვოკაცია უწოდა; მომდევნო ორი დღე დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
„მიმდინარე წლის 19 აპრილს, 11.10 საათზე, სიხშირისა და ძაბვის რყევების გამო, რაც ელექტროგადამცემი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონის” ქსელში ჩართული ენგურჰესის სამივე აგრეგატი ქსელიდან გამოირთო“, - ინფორმაციას „ენგურჰესი“ ავრცელებს.
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.