ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 199 პაციენტი; ბოლო ერთ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი 312 პირს დაუდასტურდა; გაერო-ს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს; ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება მსურველებს დღეიდან შეუძლიათ; ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ომის 14-ე წლისთავთან დაკავშირებით თანადგომას უცხადებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
თბილისის კლინიკაში გარდაცვლილი სენაკელი ბავშვის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს; იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის პირობების შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა; რუსეთის არ უნდა მიეცეს უფლება მოიგოს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი, - სტოლტენბერგი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
აბაშის ერთ-ერთ სოფელში ბოლო 3 თვეში 108 რუსული კომპანია დარეგისტრირდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში უკანონო აფთიაქები გამოავლინეს; ზუგდიდის "დინამო" ფიფასა და უეფას დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამების ტაძარში გუდაურში დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების პანაშვიდი გაიმართა; ზუგდიდი-თბილისის მატარებელი გუშინ ადგილზე სამი საათის დაგვიანებით ჩავიდა; სოხუმში ბიჭვინთის გასხვისების საწინააღმდეგოდ ახალი კამპანია წამოიწყეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ბოლო ექვს თვეში ავტოავარიით 221 ადამიანი დაიღუპა, 3 538 დაშავდა - სტატისტიკა; გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ რუსეთის ომის დაწყებიდან პოლონეთის საზღვარი 5,15 მილიონმა უკრაინელმა გადაკვეთა, 3,25 მილიონი უკან დაბრუნდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში; "ღამის შოუს" ბენდის კონცერტში 19 000 ლარის გადახდას სენაკის მერიაც გეგმავს; კელი დეგნანი - ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველ ხალხს- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
შსს-მ თაღლითობის და მითვისების ფაქტებზე 12 პირი დააკავა, მათ შორის რამდენიმე სამეგრელოში; პოლონეთში მოკლული ზუგდიდელი ქალის შვილები დედის ოჯახში ჩამოიყვანეს; მიხაილო პოდოლიაკი - ოკუპანტებმა მდინარე დნეპრში ცურვა უნდა ისწავლონ, ან მათ უნდა დატოვონ ხერსონი, ვიდრე ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
"ჯაშუშობის" ბრალდებით აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს; ბიჭვინთაში რასაც ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, - სალომე ზურაბიშვილი; ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 10 253 შემთხვევა გამოვლინდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდელი ხანდაზმულებისთვის დღის ცენტრი ფუნქციონირებას განაახლებს; ქართულმა მხარემ, ის მაინც უნდა თქვას, რომ გმობენ რუსეთის პრეტენზიებს, თუ ჩააბარეს უკვე? - ზაქარეიშვილი ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე; 27 ივლისს გორის გვირაბში სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.