ზუგდიდის სპორტკომპლექსის მშენებელმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა - მგფ; არძინბამ ზელენსკის ინიციატივას აფხაზეთის დეოკუპაციის შესახებ პროვოკაცია უწოდა; მომდევნო ორი დღე დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ საბა ოდიშარია აირჩიეს; ზუგდიდის საკრებულოს 2 წევრი "ხალხის ძალას" შეუერთდა; სოხუმის "პროკურატურა" შეამოწმებს, როგორ მოხვდა მაღაზიებში რუსული "ხაში" ქართული დროშით, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო; პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა; უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა ხერსონში 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში მედდის ყალბი სერთიფიკატის გაცემისთვის პასუხისგებაში სასწავლებლის დირექტორი მისცეს; წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნა იგეგმება; ევროპარლამენტი არ ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიებზე გაცემულ დოკუმენტებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი წალენჯიხაში სამხედრო პატივით დაკრძალეს; თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს; იაშვილის ბავშვთა კლინიკა სტაციონარულ პაციენტებს აღარ მიიღებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
უკრაინაში დაღუპულ წალენჯიხელ მებრძოლს ხვალ დაკრძალავენ; არძინბა ევროკავშირის მიერ აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების შესაძლო აკრძალვას გამოეხმაურა; საჰაერო იერიშების შედეგად 19 ოქტომბერს ელექტროენერგია შეუწყდა უკრაინის კიდევ მეტ რეგიონს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა; ანა წითლიძე წალენჯიხის მერის მანქანას დაწვასთან დაკავშირებით მის გამოკითხვას ითხოვს; სოხუმში გალის შეხვედრების განახლების პერსპექტივას განიხილავენ, - ამ და სხვა ამბებ მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი წალენჯიხაში ჩამოასვენეს; კულტურის სამინისტრომ ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი გამოაცხადა; მოსკოვში დასრულებულად გამოაცხადეს „ნაწილობრივი მობილიზაცია“,- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული; წალენჯიხის მერი მანქანის დაწვის გამოძიების პროცესში ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩართავს; ნატო-ს წევრი 15 ქვეყანა ევროპის საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებაზე , - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სტიქიამ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა; ზუგდიდში საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება; უკრაინაზე სარაკეტო იერიშების შედეგად შეფერხდა საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიების საქმიანობა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.