ზუგდიდის სკოლებში უკრაინიდან დევნილი 5 ბავშვი სწავლობს; დონეცკში აფხაზეთიდან უკრაინაში წასული მოხალისე დაიღუპა; უკრაინაში რუსი სამხედროების თავდასხმებს 153 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
პირებს, რომლებიც ზუგდიდში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელს ამონტაჟებდნენ, ბრალს დღეს წარუდგენენ; სერგეი შამბა - აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ განიხილება; უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში პირველ აპრილს განახლდება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში დააკავეს ორი პირი, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა; აფხაზ "იმპორტიორებს" რუსეთიდან გარკვეული პროდუქციის შამოსატანად დამატებითი ნებართვები დასჭირდებათ; გაეროს მონაცემებით, უკრაინიდან ლტოლვილების რიცხვმა 4 მილიონს მიაღწია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი დასრულდა, ზუგდიდში წალენჯიხის საკრებულოს წევრის ახლობლების დაკითხვა მიმდინარეობს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხაში გახარიას პარტიიდან საკრებულოს წევრი დააკავეს;ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა; ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზოგიერთი ქალაქის მერი მკვდარი იპოვეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეებად ოპოზიციონერი დეპუტატები აირჩიეს; საქართველოს რეგიონებიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა გრძელდება; ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოში" ოფიციალურად გადავიდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ფოთში მამაკაცი მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი; უკრაინაში, დაღუპული ქართველი სამხედროები, გიორგი ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს; „თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების 1%“, - ზელენსკის მიმართვა ნატოს საგანგებო სხდომის მონაწილეებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის საბავშვო ბაღში პირველი უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა; ზუგდიდში ფართის მესაკუთრე, რომელსაც ალტ-ინფო ქირაობს, ოფისის დაცლას ითხოვს; მოსკოვში აფხაზეთ-რუსეთის "საზღვარზე" მიმოსვლის გამარტივებაზე იმსჯელეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდება; ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარის 2 მოადგილე აირჩიეს; ბალდის მონასტერში წირვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს; უკრაინიდან პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისები დაინიშნა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მათავარ გამოშვებაში.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა; ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლასა და მომსახურებაში მოქალაქეებმა 6 706 ლარი გადაიხადეს - ადმინისტრაცია; საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 637 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
„მიმდინარე წლის 19 აპრილს, 11.10 საათზე, სიხშირისა და ძაბვის რყევების გამო, რაც ელექტროგადამცემი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონის” ქსელში ჩართული ენგურჰესის სამივე აგრეგატი ქსელიდან გამოირთო“, - ინფორმაციას „ენგურჰესი“ ავრცელებს.
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.