ენმ “ქართულ ოცნებას” მათი მომხრეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს; სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 189 შემთხვევა გამოვლინდა; ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინასებაში, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ.
ანა წითლიძე: ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევენ; კორონავირუსს კიდევ ერთი ზუგდიდელის სიცოცხლე ემსხვერპლა; NDI-სა და IRI-ის ექსპერტები პარტიებს 2 ოქტომბრის არჩევნებსა და მის თანმდევ პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
კორონავირუსით ზუგდიდის მკვიდრი გარდაიცვალა; 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, გაიხსნება საბავშვო ბაღებიც; სამეგრელო-ზემო სვანეთის დმო-ს ხელმძღვანელი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს და თანამდებობას ტოვებს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, რომელთა ღვაწლი ყოველთვის გვემახსოვრება - თეა ახვლედიანი; ცესკო - ბოლო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტები გახშირდა; გუდაუთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
საქართველოში 26%-ზე ოდნავ მეტია სრულად ვაქცინირების მაჩვენებელი; თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკო-ს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ; კოვიდ ლატარიაში 500 ლარი ზუგდიდსა და ხობში აცრილებმა მოიგეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 431 პაციენტიდან 37-ის მდგომარეობა მძიმეა; ახალი ათონის პარკის ტბაში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს; ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ხობის საკრებულოს წევრის კომპანია გამარტივებულ შესყიდვებს იღებს - TI; ზუგდიდის სოფელ ახალკახათში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა; დე ფაქტო აფხაზეთში 407-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა; ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ; კოვიდინფიცირებული ამომრჩევლებისთვის კოვიდუბნების შექმნის საკითხმა ცესკოს სხდომაზე საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო - საკითხს კენჭი კიდევ ერთხელ ეყრება,- ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
კიევიდან თბილისში მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა; ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე გადაბრუნდა; ხობში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები და ეზოები დაიტბორა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ძალადობაში ბრალდებულ ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა; აფხაზეთში ინფიცირების 102 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა; გაეროს ელჩი ავღანეთის ახალ შს მინისტრს შეხვდა, რომელიც აშშ-ის ძებნილთა სიაშია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.
ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდნენ, შეკრების ტრადიციულ ადგილზე, სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.