დადიანების მუზეუმი კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა; ალექსანდრე ანქვაბი მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდა; Bloomberg - ის ცნობით მსოფლიოში ვაქცინების 781 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
საოკუპაციო ხაზთან დაღუპული მამაკაცი გალში გადაასვენეს - ცხედარს ერთი ახლობელი მიაცილებს; "შეცვალეს" წევრებმა შამგონაში ოკუპაცია გააპროტესტეს და კარანტინის გაუქმება მოითხოვეს; საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
შამგონაში ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა; სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 176 პაციენტიდან 11 მძიმედაა; გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდა; ხობის სოფელ თორსაში კორონავირუსის 8 შემთხვევა "აჭარა ტექსტილს" უკავშირდება;სალხინოს მონასტერში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ორსანტიის სკოლა შესაძლოა დაიხუროს და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს; სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 20 მოქალაქეს დაუდასტურდა; ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სააღდგომოდ შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე მსჯელობა ადრეა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
თბილისის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა; კორონავირუსის აფეთქების გამო ფოთში სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილი" დაიხურა; Bloomberg - ის ცნობით ვაქცინაცია მსოფლიოს 150 ქვეყანაში მიმდინარეობს, ვაქცინების 608 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის თეატრის მშენებლობის დასრულება გადაიდო; სამეგრელოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელაიასთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს; ზუგდიდში ქალს მატარებელი დაეჯახა; ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ პირთათვისაც იწყება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის ვიცე-მერმა გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა; სამეგრელოში კორონავირუსი 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა; თეა ახვლედიანის განცხადებით, აფხაზეთში მაცხოვრებლების ნაწილს ვაქცინაციის შესაძლებლობა ექნება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
აბაშაში ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა; სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 103 ადამიანი მკურნალობს, 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 141 ქვეყანაში მიმდინარეობს - გამოყენებულია ვაქცინების 535 მილიონზე მეტი დოზა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.