სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა; პოლიციამ მესტიაში ელექტროენერგიის მიტაცების ფაქტი აღმოაჩინა- „ენერგო-პრო ჯორჯია“; სამშვიდობო ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდება, რათა აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, აფხაზ და ოს ძმებთან, - გიორგი გახარია, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
აფხაზეთში 16 წლის ახალგაზრდა Covid-19 - ით ორჯერ დაინფიცირდა; მძიმეა 30-მდე პაციენტის მდგომარეობა სამეგრელოს კოვიდკლინიკებში; საფრანგეთმა კვლავ განაახლა ბრიტანეთთან მიმოსვლა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენ მთავარ გამოშვებაში.
რომელი შეზღუდვები შემსუბუქდება და რომელი არა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება; ზუგდიდში, ფოთსა და სხვა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ იმუშავებს; სამეგრელო-ზემო სვანეთში კოვიდ-19 კიდევ 264 პირს დაუდასტურდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო - ოფიციალური სტატისტიკა; წალენჯიხაში გადახდის აპარატი გაქურდეს; ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დამთვალიერებელს ელექტრო ტრანსპორტი მოემსახურება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
რუხის კლინიკაში კორონავირუსით 32 წლის პაციენტი გარდაიცვალა; სენაკში კიდევ ერთი კოვიდკლინიკა გაიხსნა; მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა, - ამ და ხსვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის საავადმყოფოს მე-4 სართულიდან პაციენტი გადახტა; სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის კიდევ 227 შემთხვევა დაფიქსირდა; ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 27-29 დეკემბერს დაიწყება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
აბაშაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა; გაგრისა და გუდაუთის ტყეებში ხანძარი ლიკვიდირებულია; ფინანსურმა პოლიციამ ჯვარში უაქციზო სიგარეტი ამოიღო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ვირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება; ენგურჰესის გაჩერების პერიოდში აფხაზეთი ელექტრონერგიას რუსეთისგან იყიდის - ნათია თურნავა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა; სოხუმში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს; აშშ-ში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
პარლამენტის სხდომა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატების მონაწილეობით გაიხსნა; აფხაზეთში კორონავირუსის 109 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი; TIME-მა წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ რადიო ,,ათინათის’’ საინფორმაციო გამოშვებაში.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.