ენგურის ხიდზე ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა; "მოძრაობა საქართველოსთვის" სუს-ს ჩხოროწყუში მერის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდეს; კორონავირუსი ზუგდიდის კიდევ ერთ სკოლაში დადასტურდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად მალხაზ თორია დაინიშნა; ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა; მოსწავლეების ნაწილისთვის, სკოლებში, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
მოსწავლეების მიერ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს დასუფთავების საკითხს შიდა აუდიტი სწავლობს; ზუგდიდში 10-მდე ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება; პორტუგალია AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებს აცრის, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა; სამეგრელოს კლინიკებში მოთავსებული პაციენტებიდან, 13-ის მდგომარეობა მძიმეა; მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ორი მილიონ 262 ათასს გადააჭარბა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ფოთში მამაკაცის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს; რა შეზღუდვები მოიხსნება 8 - დან 15 თებერვლის ჩათვლით; ოჩამჩირეში გუშინ დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ შენობას პოლიცია იცავს - შეკრებილები მერის გადადგომას ითხოვენ; ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს; მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში კორონავირუსის 85 შემთხვევა დაფიქსირდა; პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა; სოხუმში პრორუსულმა ორგანიზაციებმა პუტინის მხარდამჭერი შტაბი დააფუძნეს, - ამ და სხვა ამბებს უსმინეთ მთავარ გამოშვებაში.
ჩხოროწყუს მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა; მესტიაში მამაკაცი კორონავირუსით სახლში გარდაიცვალა; საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პრეზიდენტს ონლაინ-რეჟიმში აირჩევს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; 1 თებერვლიდან საქართველოში მოქალაქეების დაბრუნების წესი მარტივდება; ჯანმო-ს ინფორმაციით, უხანში ჩასული ექსპერტები ლაბორატორიებს, ბაზრებსა და საავადმყოფოებს დაათვალიერებენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ინგირის სკოლაში კორონავირუსის გამო სწავლა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება; რეგიონული ფონდიდან ზუგდიდისთვის 6 მილიონზე მეტი ლარი გამოიყო; მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 101 მილიონს გადააჭარბა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.