ბორდერიზაცია, უკანონო დაკავებები, მკვლელობები - ევროპის საბჭოს ანგარიში აფხაზეთზე; ცივი იარაღის ტარებისთვის ჯარიმა გაიზარდა; 120 დღით გაგრძელდა შეთანხმება შავი ზღვით უკრაინული აგროპროდუქციის უსაფრთხო ექსპორტზე, - ამ და სხვა ამბებს მოისმნეთ მთავარ გამოშვებაში.
96 წლის ასაკში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა; პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა; ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა ჩატარდა, თუმცა ომის გამო პარამეტრების დაზუსტება მიმდინარეობს - მინისტრი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
განმუხურში კონცერტის გასამართად ზუგდიდის მერიამ 37 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა; მედვედევმა ბჟანიას დონეცკის და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" ოპერატიულად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა; საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა ზუგდიდში აქცია გამართეს; სახალხო დამცველმა "ალტ-ინფოს" პარტიის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა; ნატოს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ოქმს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ, - ამ დ სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ქართულის ენის გამოცდაზე ზუგდიდში 48 აბიტურიენტი არ გამოცხადდა; ზუგდიდსა და ხობში გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება; ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა რადიკალური ოპოზიციისთვის შირმაა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
კამათი ჩხოროწყუში - სამეგრელოში "შინ ევროპისკენ" საინფორმაციო კამპანია გრძელდება; ხმაური ფოთში - გიგი უგულავას მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ; ფერმერებს თხილის ბაღებში სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ, - ამ და სხვა ამბების მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზარდა; ილია ელოშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო; რუსეთმა უკრაინელი ბავშვების ბავშვობა მოიპარა - პოდოლიაკი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ქალის ცემაში ბრალდებული პოლიციელი დუმილის უფლებით სარგებლობს - ადვოკატი; "არ ვაპირებ წყაროს დასახელებას" - მარიამ სიჭინავა პროკურატურაში დაიბარეს; სოხუმის ყველა სკოლა 4 თებერვლამდე დაიხურა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია; ჟენევის დისკუსიებზე გალის შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობა განიხილეს; ე.წ. 3+3 ფორმატზე, მოსკოვში საქართველო წარმოდგენილი არ იქნება - საგარეო, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა; სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა; ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი გაიმართება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.