ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში, ინტენსიური თოვისა და გზებზე ლიპყინულის გამო, სასწავლო პროცესი ორი დღით გადაიდო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ განუცხადა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში დირექტორობის 78 კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქართველოსა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.
გალის რაიონში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა. მისი ხელმძღვანელი იგორ ბასოვი აცხადებს, რომ ცენტრი 15 სექტემბრიდან ამოქმედდება და მისი მიზანია, "6 პროგრამის განხორციელება და 3 კულტურულ - საგანმანათლებლო
განათლების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მოსწავლეების უფასო კვების პროექტზე მუშაობს. მისი თქმით, სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული კომპონენტი სასადილოების მოწყობა იქნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
2022 წლის ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად კახაბერ ფარცვანია დასახელდა. ინფორმაციას და დაჯილდოების ამსახველ ფოტოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.