16 / აპრილი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია იმ უნიკალური ფოტო ფონდის შესახებ რომელიც დაცულია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში. წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფების: ნადარის, დაგრონის, დისდერის, პირსონის, ვიგანდის ბერგამასკოს, როტლინგერის, ლევიცკის, კაუფმანის, რიონაშვილის, ერმაკოვის, ვესტლის, ბარკანოვის, დიმიტრი ნიკიტინის და სხვათა ფოტოები, კოლექციის ნაწილია იშვიათი ფოტო-ალბომები, საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფებისა, როგორებიცაა ვლადიმერ ბარკანოვი და დიმიტრი ნიკიტინი.გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.