ზუგდიდელი სპორტსმენი სალომე ქაქუთია სპორტული კარატეს ისტორიაში პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო.რატომ აირჩია სპორტის ეს სახეობა, როგორ ემზადებოდა ევროპის 52-ე ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში სალომე ქაქუთია და პირადი მწვრთნელი ცეზარი ჯანჯღავა საუბრობენ.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს. მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობის სათავეში მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბურდულმა უთხრა.
სამეგრელოში გამსხვილებული მიკროუბნის გარდაქმნას უბნად სამოხიო ეწოდებოდა. რამდენიმე სამოხიოს გაერთიანება კი ჯამში იწვევდა, მის სოფლად ჩამოყალიბებას. სამოხიო თავის მხრივ შედგებოდა მიკრო სოციალური გაერთიანებებისგან, როგორიცაა რამდენიმე გვარის სამოყვრო გაერთიანება-დინო და სისხლით ნათესაური კავშირი თური.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.