რა როლი შეუძლია ითამაშოს საქართველომ, როგორც შავი ზღვის რეგიონის ერთ - ერთმა აქტორმა, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები მოახერხებენ თავდაცვის ახალი არქიტექტურის შექმნას, იმისთვის რომ მიიღოს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები და დასავლელ მოკავშირეებთან ერთად გაანეიტრალოს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, - ამ თემებზე საუბრობს ჩვენი გადაცემის სტუმარი, კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი - გიორგი მელაშვილი.
ზუგდიდში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამჯერად მეწარმეები, მათ შორის ბიზნესოპერატორები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მსხვერპლი მოჰყვა ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ადგილობრივი მცხოვრები, 48 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც Toyota Camry-ს მარკის ავტომობილს მართავდა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მთავარ გზაზე გადავიდა და BMW X5- ის მარკის ავტომობილს დაეჯახა. შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.