საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით,
დღეს, 12 საათიდან 17 საათამდე,
ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში საქართველოს დამოუკიდებლობის
დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური
მასალები გამოიფინა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი,
1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ
მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი
მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი
კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან
დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები, აკაკი ჩხენკელის მიერ გენერალ
გიორგი კვინიტაძისათვის გაგზავნილი დეპეშის დეშიფრანტი, სადაც
ჩხენკელი კვინტრაძეს სთხოვს დაუყოვნებლივ გამოაცხადონ საქართველოს
დამოუკიდებლობა და სხვა საინტერესო ნივთები.
ზუგიდიდისა და ფოთის გარდა უნიკალური ექსპოზიციები საქართველოს 7
ქალაქში გამოიფინება.
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
1-2 ნოემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბრიდან კი გაწვიმდება და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები