ზუგდიდში, კულტურის ცენტ "ოდიშში", რუსთაველის დასის სპექტაკლი
გაიმართა. დრამა სახელწოდებით "სტუმარი" ერთ
მოქმედებად
ერიკ - ემანუელ შმიდტის პიესის მიხედვით რეჟისორმა გოგა გორგოშაძემ
დადგა.
სპექტაკლი ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრების მძიმე პერიოდს - ვენაში
ნაცისტების შეჭრას, ებრალების დევნასა და ფროიდისა და მისი ქალიშვილის
შევიწროებას ეხება. სწორედ ამ დროს მას უცნობი სტუმარი ეწვევა. მთელი
მოქმედების განმავლობაში ისინი საინტერესოდ საუბრობენ და
მაყურებლისთვის ბოლომდე უცნობია, ვინ არის სინამდვილეში სტუმარი.
ფროიდის როლს ბაჩო ჩაჩიბაია თამაშობს. მსახიობმა
რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი
სპექტაკლია და ზუგდიდელ მაყურებელს მადლობა გადაუხადა.
"ამ სცენაზე სამი სპექტაკლი ვითამაშე და ზუგდიდელ მაყურებელზე მხოლოდ
კარგის თქმა შემიძლია. ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენ", - დასძინა
ჩაჩიბაიამ.
დრამით კმაყოფილები დარჩნენ მაყურებლები. მათი თქმით, სპექტაკლი
ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ხასიათის იყო და მათზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა.
ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "Art
Universal"-ია.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები