მესტიაში, ლეხთაგში, სელას ქუჩაზე ეკლესიის მიმდებარედ, მაჩუბის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს
ინფორმაციით, გაიწმინდა ნაგებობა გარშემო და ინტერიერში მიწისა და ჩახერხილობისგან. გადაეწყო მორყეული საპირე წყობის ქვები და აღდგა ძველი ქვის 30 %ის გამოყენებით.მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი.
ამავე ცნობით, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 - მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აფინანსებს, შპს „თაუერს+“-მა შეასრულა.
მასალის გამოყენების პირობები