ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიეტუვის ქალაქ ნაისაის თეატრი წარმოდგენას გამართავს. სპექტაკლი სახელწოდებით "გზა
სამოთხისკენ" საქართველოსა და ლიეტუვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელმა ზურაბ ეგუტიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, დასი ტურნეს ზუგდიდიდან იწყებს და საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქს ესტუმრება.
"ჩემი ინფორმაციით, დასი ჩვენი ქალაქიდან იწყებს ტურნეს. მსახიობები მხოლოდ ერთ დღეს დარჩებიან და შემდეგ სხვა ქალაქში გადაინაცვლებენ. ეს ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავს", - აღნიშნა ეგუტიამ.
სპექტაკლი 15 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები