„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პრემიერა ზუგდიდშიც გაიმართება
HBO-ის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პრემიერა ზუგდიდში, სოციალურ კაფე "მეგო ბარშიც" გაიმართება.
სერიალის ზუგდიდელ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რომ მერვე სეზონის პირველ სერიას ინგლისურ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით უყურონ.
ჩვენება ხვალ, 15 აპრილს, 18:30 წთ-ზე დაიწყება.
ნიუ იორკში სერიალის ფინალური სეზონის პრემიერა 4 აპრილს გაიმართა. „სამეფო კარის თამაშები“ ჯორჯ მარტინის რომანის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ეკრანიზაციია.
მასალის გამოყენების პირობები