ქალაქ ზუგდიდის მერიამ ხუბულავას ქუჩის განათების შესყიდვაზე ტენდერი
გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ღირებულება 118 ათას
ლარს შეადგენს. გარეგანათების ლამპიონები აღნიშნული ქუჩის ორივე
მხარეს დამონტაჟდება. ტენდერში წინადადებების მიღება 3 მარტს
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები