უპატრონო ძაღლების თავშესაფრით უზრუნველყოფაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ "ზუგდიდდასუფთავებამ" უპატრონო ძაღლების
თავშესაფრით დროებით
უზრუნველყოფაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 12
ათასი ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება 18 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს
დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ქალაქის
ტერიტორიიდან მოხეტიალე, უპატრონო ძაღლების დაჭერა, ტრანსპორტირება –
თავშესაფარში გადაყვანა, დაჭერილი ცხოველების გაუვნებელყოფა,
ვეტერინარული მომსახურების გაწევა (ევთანაზიია, სტერილიზაცია,
კასტრაცია, ვაქცინაცია), მარკირება და ვეტერინარის დასკვნის
საფუძველზე ბუნებრივ არეალში დაბრუნება უნდა
უზრუნველყოს. მომსახურება 200 ძაღლზეა გათვლილი.
ცნობისთვის, უპატრონო ძაღლების თავშესაფარში დროებით გადაყვანაზე და
შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე "ზუგდიდდასაუფთავების" მიერ
გამოცხადებულ ტენდერში ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძემ გაიმარჯვა,
თუმცა ეს ფაქტი ცხოველთა მოყვარულებმა გააპროტესტეს. მათი
მტკიცებით, ოზურგეთის თავშესაფარში ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან.
"ზუგდიდდასუფღთავებამ" აღნიშნულ მეწარმესთან ხელსეკრულება რამდენიმე
დღის წინ გააუქმა. მანამდე,
"ზუგდიდდასუფთავებასა" და ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს შორის ხელსეკრულება
2015 წელს გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები