1-3 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 26
გრადუსამდე აიწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის
მოადგილე ნინო წვერავა აცხადებს,რომ ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს
და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღისით იწვიმებს. 29
თებერვალიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.
1 მარტს ქვეყნის უმეტეს რაიონშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დილით ნისლი იქნება. უნალექო
ამინდები საქართველოში 3 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება.
ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით 11-16
გრადუსი იქნება; ღამით – 7-12 გრადუსი; მთაში დღისით - 7-12; ღამით -
1-6 გრადუსი; მაღალმთაში ღამით -4;+1; დღისით - 3-8 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოში 29 მარტიდან ტემპერატურა მოიმატებს და 20
გრადუსი იქნება. 1-3 მარტს კი 21-26 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები