ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა
საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე გენერალ-მაიორი ჟიულ შარტავა
დაიბადა სენაკში 1944 წლის 7 მარტს, პედაგოგების კალისტრატე და ნინო
შარტავების ოჯახში.
1951-1961 წლებში სწავლობდა სენაკის მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც
ამჟამად მის სახელს ატარებს. საშუალო სკოლის ოქროს მედალზე
დამთავრების შემდეგ ჟიული შარტავამ ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში
ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. იგი აქტიურად
მონაწილეობდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში.
1992 წელს ჟიული შარტავა აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად
რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. მალე მას მოუწია უმნიშვნელოვანესი
სახელმწიფო დავალების შესრულება – 1993 წლის 18 ივლისს აფხაზეთში
სამხედრო მოქმედებების დროს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა და
უმაღლესმა მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ ჟიული შარტავა სრულიად
მოულოდნელად ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნა და აფხაზეთის მინისტრთა
საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.
27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს კი ჟიული შარტავა დახვრიტეს.
2004 წელს მას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
დაჯილდოებულია „წმინდა გიორგის’’ ოქროს და „ვახტანგ გორგასლის“
პირველი ხარისხის ორდენებით.
მასალის გამოყენების პირობები