მოვაჭრეთა პროტესტის გამო ზუგდიდის მერიამ ბაზარში დახლების აყრა ვერ შეძლო (ვიდეო)
00:17 / 15.03.2016
აქცია იყო რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდის ბაზარში, სადაც
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
წარმომადგენლები და სამართალდამცველები შევიდნენ და ბაზრის
შესასვლელში მდგარი დახლებისა და რკინის კონსტრუქციების დაშლას
გეგმავდნენ.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მერიამ ბაზრის ეს ნაწილი იჯარით გადასცა
კომპანია "ლონდასტეს", რომელიც ამ ადგილიდან მოვაჭრეების გაყვანას
გეგმავს და სწორედ ამ მიზნით იგეგმება 550 კვადრატულ მეტრამდე
ტერიტორიაზე კონსტრუქციების დაშლა.
მათი თქმით, სავაჭრო ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ და
წინააღმდეგობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმებს
მიმართავენ.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მოვაჭრეების შიში უსაფუძვლოა, რადგან
მათ არაერთხელ მიიღეს გარანტია, რომ ბაზრიდან მათი გაშვება არ
იგეგმება.
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია
განმარტავს, რომ კონსტრუქციების დაშლა ბაზრის ადმინისტრაციის
მოთხოვნით იგეგმება. თუმცა ბაზრის ადმინისტრაცია ინფორმაციას უარყოფს
და აცხადებს, რომ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის კანონიერების
დადგენის მიზნით სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს და
სამართლებრივი პროცესის დასრულებამდე ადმინისტრაცია არაა წინააღმდეგი,
ამ ტერიტორიაზე აქამდე არსებული კონსტრუქციები დარჩეს და მოვაჭრეებმა
მუშაობა განაგრძონ.
საბოლოოდ, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
წარმომადგენლებმა ბაზრის ტერიტორია დატოვეს და მხარეებს
მოსალაპარაკებლად დრო მისცეს. როგორც ზედამხედველობის სამსახურის
უფროსმა ნუკრი ესართიამ განმარტა, ისინი გადიან ტერიტორიიდან და
კონსტრუქციების დაშლის პროცესი გადაიდო.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული „სოფლის ნობათის“ რძის ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები