საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი, საერთაშორისო სავალუტო
ფონდთან კონსულტაციის შედეგად, ლარის კურსის
დასტაბილურებისთვის სხვადასხვა კომპლექსური ზომის გატარებას
გეგმავენ.
როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, მომავალი წლის
ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის
დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტუქტურული პროექტების
პორტფელი. ამასთან, ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვნად
შემცირდება. 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და
მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე.
„უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო
გეგმა, რომელიც გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული
კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული
შემცირების მიმართულებით. შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური
ზრდა, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური
ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და
არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.
დარწმუნებულნი ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე
ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინების შექმნას და ლარის კურსის
დასტაბილურებას”, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები