ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულო, რომელიც ქალაქის მოსწავლეებს
აერთიანებს, საკრებულოს დეპუტატის
პოზიციაზე ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები საკრებულოს საქმიანობის
სპეციფიკას ეცნობიან, უტარდებათ ტრენინგები და ლექციები, ხვდებიან
ცნობილ ექსპერტებს და საზოგადო მოღვაწეებს.
,,ახალგაზრდა უნდა იყოს აქტიური და შემოქმედებითი. თუ შეუძლია
პროექტის წერა, რაღაც ახლის შექმნა - მას ნამდვილად ექნება კარგი
შესაძლებლობა განავითაროს საკუთარი თავი,''- რადიო
,,ათინათის'' დილის გადაცემაში თქვა ქალაქ
ზუგდიდის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საბა
გახარიამ.
პროექტში მონაწილეობა IX-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. მსურველებს
შეგიძლიათ შეავსოთ
ანკეტა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 10.12.2016 წ.
მასალის გამოყენების პირობები