მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2017 წლიდან
ავტომობილებზე ქონების გადასახადის
გადახდა სავალდებულო 40 ათას ლარზე მეტი წლიური
შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას
ეკონომიკურ პორტალი Bpn.ge ავრცელებს.
ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლებში
შევა და როგორც პროექტშია აღნიშნული, გადასახადის წლიური განაკვეთი
სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება.
წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და
შემდეგნაირად განისაზღვრება: 1 წლამდე ავტომობილებზე - 500 ლარი;
1-დან 5 წლამდე - 240 ლარი; 5-დან 10 წლამდე - 120 ლარი; 10 წლის
ზემოთ - 60 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები