მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას
აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში
წირვა-ლოცვა
შესრულდება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და
უნეტარესი ილია მეორე ამ წუთებში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო
ტაძარში წირავს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.
ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს, იოაკიმესა და ანას შვილი ხანდაზმულ ასაკში
შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს
ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. მთავარანგელოზმა
გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად იღებდა. ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები