დღეს ჯვართამაღლების დღესასწაული აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით
ყველა მოქმედ ტაძარში წირვა სრულდება. ჯვართამაღლება მოციქულთასწორი
იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება.
წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის
ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში
იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი
ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი
რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და
ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
27 სექტემბერს მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები