პირველი ნოემბრიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი
კამერები ჩაირთვება, რომლებიც შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი
ღერძულა ხაზის
გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო
მიმართულებით მოძრაობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას
დააფიქსირებენ.
გარდა ამისა, ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას
ავტომატურად გამოწერს, თუმცა ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ
იმოქმედებს.
ამასთან, ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც ამოქმედდება, რომლის
თანახმადაც ჯარიმას დამრღვევი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს, თუკი
ის ჯარიმას სმს-ის მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის.
მასალის გამოყენების პირობები