ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე ერვი
ბლეჟონი შს სამინისტროს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის
ცენტრს (JMOC) დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო
პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან
ჭაბუკიანმა უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების
კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით ცენტრის როლის
მნიშვნელობაზე ისაუბრეს. JMOC–ის წარმომადგენელმა ნატოს დელეგაციის
წევრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ
დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და არსებული ინფრასტრუქტურა
გააცნო.
აღნიშნული ცენტრის მიზანი საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული
საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლაა.
ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის
ცენტრს ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის
(SNMCMG2) საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
მასალის გამოყენების პირობები