სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას
მდიდრებს მოუწოდა, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ.
„სიმდიდრე - ეს არის განსაცდელი და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს
ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე
განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია
სიმდიდრესთან... გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა
სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და სიმდიდრე
გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად”, - აღნიშნა ილია მეორემ.
მასალის გამოყენების პირობები