საქართველოს თხილის მწარმოებელ ასოციაციასა (GHGA) და შპს. "კატევე
ხობს" შორის გაფორმდა შეთანხმება,
რომლის მიხედვითაც, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ხობის
მუნიციპალიტეტში შპს. "კატევე ხობის“ კუთვნილ ტერიტორიაზე გააშენებს
თხილის ბაღებს თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით.
GHGA აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, პროექტი
საერთო ჯამში ითვალისწინებს 1 000 000 ლარამდე ინვესტიციის
განხორციელებას და რამოდენიმე ათეული ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.
მან ასევე აღნიშნა რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამოდენიმე
კომპანიასთან და უახლოეს მომავალში იგეგმება ანალოგიური პროექტების
განხორციელება სხვა რაიონებშიც, რაც ნიშნავს დამატებითი ინვესტიციების
განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მოცემულ ეტაპზე საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ე.წ „Turn
Key” პროექტის ფარბლებში მზადაა ფართობების დამუშავების, გაშენების და
მართვის სერვისი, რომლიც ხორციელდება თანამედროვე სტანდარტების სრული
დაცვით, მიაწოდოს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რომლებსაც აქვთ
სურვილი გააშენონ თხილის ბაღები და გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების ნაკვეთები 10ჰა და მეტი ფართობით.
მასალის გამოყენების პირობები