"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ახალი თავმჯდომარედ
ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი სულხან სალაძე აირჩიეს. ის
აღნიშნულ პოსტზე ანა ნაცვლიშვილს
ჩაანაცვლებს. სალაძე საიას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში
უხელმძღვანელებს.
„კანდიდატებმა წარვადგინეთ ჩვენი ხედვა და ჩვენი მოსაზრება
საკითხებთან დაკავშირებით. როგორ გვესახება ორგანიზაციის შემდგომი
განვითარება, ასევე გარე გამოწვევები, რომელიც ორგანიზაციის წინაშე
დგას და რომელზეც ორგანიზაცია ყოველთვის უნდა იყოს მობილური და ძალიან
სწრაფი, რომ გამოხატოს თავისი რეაქცია ამ საკითხებზე,“ - აღნიშნა
სულხან სალაძემ.
საიას თავმჯდომარეობა ერთსა და იმავე პირს ზედიზედ მხოლოდ სამჯერ
შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები